დაბრუნებული კინომემკვიდრეობა

12.11.2018 03:21

რუსეთიდან ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი გრძელდება. „გოსფილმოფონდიდან“ ამჯერად შვიდი ფილმი ჩამოიტანეს. ქართულ მხარეს 20-30 და 70-იან წლებში გადაღებული ნამუშევრები გადასცეს. ქართული დელეგაცია რუსულ საცავებში შენახვის პირობებს, ასევე ფილმების რესტავრაციისა და ბეჭდვის პროცესს ადგილზე გაეცნო. შემოწმდა უნიკალური ნამუშევრების ორიგინალების მდგომარეობა. ჩამოტანილ მემკვიდრეობას ციფრულ მატარებლებზე გადაიტანენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: