საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა


საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტით იმუქრება.

ხელისუფლების ოპონენტები შესაბამისი პროცედურის დაწყებას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ შეწყალების სკანდალური აქტის გარშემო დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. 28 აგვისტოს გაცემული აქტის მიღმა ოპოზიცია კორუფციის კვალს ხედავს. ოპონენტების კრიტიკის სამიზნე დღეს კიდევ ერთხელ გახდა გენერალური პროკურატურაც, რომელიც გახმაურებულ საქმეს უკვე ორი თვეა იძიებს. ოპოზიციას აინტერესებს, რატომ არ დაკითხა საგამოძიებო უწყებამ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომლის მიერ გაცემული შეწყალების აქტით ერთი ძებნილი და პოლიციელების მვლელობაში ბრალდებული პირები შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდნენ.

თეონა მანაგაძე მუშაობდა თემაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან