ომეგა-3 --- მიღება თევზიდან ჯობია თუ მცენარეებიდან? [ვალტერ ვეითი / Walter Veith]
ორიგინალი ვიდეო რუსულად: • Отличия: Омега 3 Рыбы и Омега 3 Расте... [ ტექსტი ] [ ომეგა-3 --- მიღება თევზიდან ჯობია თუ მცენარეებიდან? ] თუ განვიხილავთ ცხიმ ომეგა 3-ს, ის ძალიან საჭირო რამეა. ომეგა-3 ხელს უშლის თრომბოციტების შეწებებას და თრომბების წარმოქმნას. ომეგა-3-ს აქვს შემდეგი თვისებები: სისხლის წნევის დაწევა, ტრიგლიცერიდების დაწევა, კუნთის დაზიანების შემცირება გულის შეტევის დროს, ეხმარება სისხლძარღვებს შუნტირების შემდეგ. ომეგა 3 სასარგებლოა, ჯანსაღია, და საჭიროა საკვებში. მაგრამ ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ომეგა-3 ყველაზე ბევრია თევზში. სია, რომელი დაავადებების დროს გვეხმარება ომეგა 3: რევმატოიდური ართრიტი, რეინოს დაავადება, ფსორიაზი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, კრონის დაავადება, დეპრესია, აგრესიულობა, კარცინომა, კატარაქტა, ფილტვების დაავადება. როგორც ხედავთ, ომეგა 3 ძალიან სასარგებლოა. აქ ხედავთ მეტაბოლურ სქემას. პირველი ცხიმ-მჟავა, რომელსაც მიმოვიხილავთ, არის ალფა-ლინოლენის მჟავა. ეს არის ერთ-ერთი საციცოცხლოდ აუცილებელი მჟავა, რომელიც მცენარეებში მოიპოვება . ალფა-ლინოლენის მჟავას, ორგანიზმში გადავამუშავებთ შემდეგი ფერმენტებით: * დელტა-6 დესატურაზა. * ელონგაზა. * დელტა-5 დესატურაზა. და მიიღება საბოლოო პროდუქტი - ეიკოზაპენტაენის მჟავა. მცენარეები შეიცავენ: ალფა-ლინოლენის მჟავას. ხოლო თევზი შეიცავს: ეიკოზაპენტაენის მჟავას. თუ მივმირთმევთ იმ მცენარეებს, რომლებიც შეიცავენ ალფა-ლინოლენის მჟავას, ორგანიზმი ფერმენტების დახმარებით გარდაქმნის მას ეიკოზაპენტაენის მჟავად. ეიკოზაპენტაენის მჟავა განაპირობებს სისხლის თხევადობას, და მისი ნორმის გადამეტების შემთხვევაში იწყება თრომბები, შეტევები, და სხვა პრობლემები. ის რომ სიმართლე იყოს - თითქოს ჩვენ ეიკოზაპენტაენის მჟავა უნდა მივიღოთ თევზიდან, მაშინ ყველა ბალახის მჭამელი ცხოველი უნდა ჭამდეს თევზს, დაწყებული კურდღელიდან, სპილომდე დამთავრებული. ასეთი ცხოველები იღებენ ალფა-ლინოლენის მჟავას მცენარეებიდან, და შემდეგ ორგანიზმი თვითონ აწარმოებს საჭირო რაოდენობის ეიკოზაპენტაენის მჟავას. როგორც მიხვდით, ომეგა-3-ის მიღება მცენარიდან ჯობია, ვიდრე თევზიდან. მაგალითად რომელ მცენარეებშია ალფა-ლინოლენის მჟავა? * მთელმარცვლა პური: 10. * გაუთლელი კიტრი: 10. * კარტოფილი: 15. * გაუთლელი ვაშლი: 20. * ბანანი: 30. * ავოკადო: 90. კიდევ სად მოიპოვება მცენარეეებში ომეგა-3, გადავიდეთ თხილეულზე: * ნუში: 100. * მწვანე სოიო: 600. * ხორბლის ღივი: 900. * ნიგოზი: 1700. მაგრამ კიდევ რომელია უფრო ჩემპიონი? ეს არის სელის თესლი 7500 მაჩვენებლით. თუკი საკვებში დავამატებთ ახალ-დაფქულ სელის თესლს, მშვენივრად გვეყოფა. და არ არსებობს ისეთი თევზი ან ცხოველი, რომელიც ამაზე მეტ ომეგა-3-ს შეიცავს. ასე რომ, ომეგა-3-ის მიღება მცენარეული საკვებიდან, შესაძლებელია და უსაფრთხო.
მსგავსი ვიდეოები
რომელ სეზონზეა საჭირო ვიტამინების მიღება?
Ketogen_Ge - ვიტამინები და სპორტული დანამატები
კორონას მკურნალობა სახლში: 10 რჩევა(არ მსიცე ინფექციას გართ...
დაიწყეთ დღეში ორი კვერცხის ჭამა და ეს ცხრა სასიამოვნო ცვლილე...
ხალხური მედიცინა
#სპორტული #დანამატები კუნთოვანი მასისთვის ♏
Stels Muller
5 ნივთიერება, რომელიც აკლია ადამიანების უმეტესობას
Ketogen_Ge - ვიტამინები და უშაქრო პროდუქტები
კვლევა:პოლივიტამინების, ომეგა3 -ისა და პრობიოტიკების მიღება...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
ომეგა 3 Now Foods
ვიტამინის სახლი
ომეგა 3 (თევზის ცხიმი)
იცხოვრე სპორტული მუღამით