საერთაშორისო გამოხმაურებები ვაჟა გაფრიდაშვილის საქმეზე
„უკრაინის საელჩო საქართველოში მიესალმება ყველა ქართველი და უცხოელი მეგობრების ერთიან ძალისხმევას, რამაც ექიმ ვაჟას გათავისუფლება შესაძლებელი გახადა“ - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ. „მოხარული ვართ, რომ ბატონი გაფრინდაშვილი ახალ წელს და შობის დღესასწაულს ოჯახთან და ძვირფას ადამიანებთან ერთად აღნიშნავს“ - წერია უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ექიმის გათავისუფლებას ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება. მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე დიპლომატიური უწყება წერს, რომ მომავალში მსგავსი დაკავებები აღარ უნდა მოხდეს. „მივესალმებით დე ფაქტო მთავრობის პატიმრობიდან, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც 9 ნოემბერს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთისთვის დააკავეს. თავისუფალი გადაადგილება ყველასთვის გარანტირებული უნდა იყოს“, – ვკითხულობთ განცხადებაში. მომხდარის შესახებ წერს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიც. „კარგი ამბავია, რომ ექიმი გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, მისი დაკავება და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა, გახლავთ ილუსტრაცია იმ გაჭირვებისა და საფრთხეებისა, რომლის წინაშეც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანები არიან “, – წერს ტოივო კლაარი ტვიტერის პირად გვერდზე. ასევე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი საქართველოში შვედეთის ელჩმაც. დიპლომატი წერს, რომ ექიმის გათავისუფლებას მიესალმება. პარალელურად ელჩი კიდევ ერთხელ მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, შეწყვიტოს უკანონო დაკავებები, გახსნას გადასასვლელი პუნქტები და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს, - ვკითხულობთ შვედი დიპლომატის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საერთაშორისო გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურებები ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურებები - შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურებები - შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურებები - შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურებები - შეფასებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურებები თბილისში მიმდინარე მოვლენებზე
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საერთაშორისო გამოხმაურებები უკრაინაში რუსულ ინტერვენციაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster