საოკუპაციო ხაზთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდნარეობს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, წითელუბანსა და შავშვების დევნილთა ჩასახლებაში მისასვლელი გზების ასფალტის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულებაა 1 855 000 ლარი. სამუშაოები სექტემბერის დასაწყისში დასრულდება.
სოფელ ხურვალეთში მისასვლელი 4 293 გრძ/ მ. სიგრძის და 6 მ სიგანის გზის ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარითა და ბორდიურებით მოწყობაა დაგეგმილი. პროექტი სოფელ წითელუბნისა (2197 გრძ/მ) და შავშვების დევნილთა დასახლებაში მისასვლელი (701 გრძ/მ) 2 898 გრძ/ მ. სიგრძის და 6 მ სიგანის გზის ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარით მოასფალტებას ითვალისწონებს. დაგეგმილია საგზაო მიერთებებზე ასფალტ - ბეტონის საფარისა და ეზოში შესასვლელების, ასევე გზის ორივე მხარეს ბეტონის ჩამკეტებისა და გვერდულების მოწყობა.
სამუშაოები, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.
#საგზაოინფრასტრუქტურა
#შიდაქართლისმხარე
#გორისმუნიციპალიტეტი

ვიდეოები „გორის მუნიციპალიტეტის მერია"-ისგან