პანდემიის მეექვსე ტალღის პიკი გადალახულია

02.03.2022 03:37

ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა. თებერვლის მონაცემებთან შედარებით, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა რამდენჯერმეა შემცირებული. დღეს 4 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლოს ასეთი სტატისტიკა „ომიკრონის“ გავრცელებამდე, ანუ დეკემბერში გვქონდა. ინფიცირების დინამიკის კიდევ უფრო დაღმასვლას ელოდებიან ეპიდემიოლოგები. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა პროგნოზით, დაახლოებით ათ დღეში მეექვსე ტალღა შესაძლოა დასრულებულად გამოცხადდეს. სიახლეა, რომ დღეიდან სახელმწიფო პისიარ-ტესტებით კვლევას აღარ დააფინანსებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო