საბაჟოს საერთაშორისო დღე


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საერთო სლოგანია „საბაჟოს სრული ციფრული ტრანსფორმაცია“. ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და ფინანსთა მინისტრმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტი ეხება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიური პლატფორმის მოდერნიზაციის მიზნით თანამშრომლობასა და მხარდაჭერას. ასევე ღონისძიებაზე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ მებაჟე ოფიცრებს, პარტნიორ უწყებებსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის გარდაცვალების შემდეგ მადლობის სიგელით სამი მებაჟე ოფიცერი დაჯილდოვდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან