ბაჩალიაშვილის საქმე - გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით
09/20/2020
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მაგისტრატი მოსამართლის შეკითხვებს გვიან ღამემდე პასუხობდა დავით ფურცხვანიძე. ის გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც პროკურატურის განმარტებით, ფურცხვანიძის მიერ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატისთვის გადაცემული ფოტომასალა ყალბი აღმოჩნდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ფურცხვანიძემ თქვა, რომ დაასახელა ის პიროვნება, ვინც მას ფოტოები გადასცა. მისივე თქმით, „ეს ადამიანი არც საქართველოშია და არც რუსეთში. ამასთან, ფურცხვანიძის მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია. დანაშაულის მოტივი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა საქმის პროკურორმაც და თქვა, რომ ფურცხვანიძის მიერ დასახელებული პიროვნების რეალურობა ეჭვის ქვეშ დგას და პირი, რომელმაც ფურცხვანიძეს მასალა მიაწოდა, მას არასოდეს უნახავს, ასევე ვერც უკავშირდება, რადგან როგორც ამბობს, ტელეფონი ერთი კვირის წინ დაუზიანდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.