ქართველი მწერლები - ბიოგრაფიები, ხელნაწერები, ფოტოები
ქართველი მწერლები - ბიოგრაფიები, ხელნაწერები, ფოტოები. 🗞 მხოლოდ telex.ge-ზე მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილ ამ გამოცემაში სულხან-საბა ორბელიანიდან მირზა გელოვანამდე 29 მწერლის ბიოგრაფიაა წარმოდგენილი, რასაც თან ერთვის მდიდარი ფოტომასალა და ხელნაწერები. ეს ვიზუალური მასალა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმშია დაცული და გამომცემლობამ მათთან თანამშრომლობის შედეგად შეძლო შთამბეჭდავი ეფექტის მიღწევა. ეს ბიოგრაფიები სხვადასხვა ავტორის დაწერილია. ზოგი ერთი წერილის ავტორია, ზოგი - ორის, ზოგი - სამის, ჯამში კი, მათი რიცხვი თხუთმეტია. წიგნი შეიქმნა მარტივი მიზნით, დღემდე, როგორღაც ისე მოხდა, რომ ქართულ ენაზე, ფაქტობრივად, არ არსებობს ამგვარი გამოცემა. აუცილებელი კია არსებობდეს, თუ გვსურს, ერი ვუწოდოთ საკუთარ თავს, თუ გვსურს, შევძლოთ ფიქრი საკუთარ წარსულსა და მომავალზე. წინამდებარე წიგნი ერთგვარი კრებულია ცნობილი ქართველი მწერლების ბიოგრაფიების, ხელნაწერების,ფოტოებისა და სურათებისა. გამოცემა ერთი მხრივ ბიოგრაფიული დეტალებითა და ფოტომასალითაა მდიდარი. მეორე მხრივ კი სავსეა საინტერესოდ მიმოხილული ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებით. დაინტერესებული თვალი ბევრ უცნობ და საყურადღებო დეტალს აღმოაჩენს წიგნში, არა მხოლოდ საბჭოთა მანქანის მიერ რეპრესირებული ავტორების, არამედ იმათ შესახებაც, ვინც უკვე დიდი ხანია, რაც ქართული ლიტერატურის ხელშეუხებელ კლასიკად ითვლება. 👉 წიგნის გამოსაწერად ესტუმრეთ ბმულს: https://bit.ly/3NWwTv4 მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 2195 155
Telex. ge-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილი - წიგნები და მათი როლი ადამიანი...
01:42
გიორგი სააკაძე - 3D წიგნი
01:49
ვიწყებთ სწავლას - ჩემი პირველი სიტყვები
01:46
ვისწავლოთ თამაშ-თამაშით რიცხვები და მათემატიკა
01:34
კლასიკური ქართული სამზარეულო
02:08
ვისწავლოთ ინგლისური ენა
01:02
საღმრთო სჯული
01:24
ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები
მსგავსი ვიდეოები
ქართველი მწერლები უკრაინის მხარდასაჭერად - გიორგი კეკელიძე
Writers' House of Georgia
ხელოვანების სოლიდარობა უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში"
ამირან ჯანჯღავა
Грузинські письменники за солідарність з Україною. ქართველი...
Literature for Solidarity
ქართველი მწერლები ახალქალაქში ეთნიკურ უმცირესობებს შეხვდნენ
მეცხრე არხი ახალციხე
თანამედროვე ქართველი მწერლები თუ ?
ჰეშთეგი / Hashtag
ფიქრის საბაბი - ლია ლიქოკელი - "ილაპარაკეთ, გოგოებო!"
Artareatv
ფიქრის საბაბი - დიანა ანფიმიადი - "შიმშილი"
Artareatv