კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
11/23/2020
ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია. კოვიდკლინიკებში ადგილები აღარ არის - საავადმყოფოებს მძიმე პაციენტების მიღებაზე უარის თქმა უწევთ. კლინიკების ხელმძღვანელები მათ დაწესებულებებში არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრობენ.
ბოლო 24 საათში ჩატარებული 6 000-მდე „პისიარ ტესტიდან“ ნახევარზე მეტს, 4 000-მდე ადამიანს, „კოვიდ-19“ დაუდგინდა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა თბილისში, სადაც მარტო ერთ დღეში 2 200-მდე ინფიცირებული გამოვლინდა. უკიდურესად გამწვავებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული უმძიმესი სურათის გამო, ექიმები რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. კლინიკების ასოციაცია კი მთავრობას საველე ჰოსპიტლების გახსნისკენ მოუწოდებს.
ბოლო მონაცემებით, ჯანდაცვის სისტემას სულ 8000 საწოლის მობილიზება შეუძლია. თუმცა, „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული ექიმები ამბობენ, რომ მხოლოდ საწოლფონდი არსებულ მძიმე ვითარებას ვერ მოაგვარებს, რადგან კიდევ ერთი მთავარი პრობლემა უკვე ექიმების ინფიცირების მაღალ მაჩვენებელშია.
სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველაზე ცუდი სცენარს პროგნოზირებენ. კლინიკების ხელმძღვანელების მოლოდინი დღითი დღე უარესდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.