ანზორ ერქომაიშვილის იუბილე
საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი, დაბადების 80 წელთან დაკავშირებით, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის მაცხოვრის ეკლესიის ეზოში გაიმართა. მანმადე კი სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილთან ერთად, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში აღმოჩენილი ცნობილი ლოტბარების, ძმები ხუხუნაიშვილების საფლავები მოინახულა. აღმოჩენილია ხუხუნაიშვილების ანსამბლის ექვსი წევრის საფლავი. ექსპედიცია ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეებმა, ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ და ხუხუნაიშვილების სკოლის ხელმძღვანელმა ავთანდილ თურქიამ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაატარეს. ცნობილი მომღერლის, ლოტბარისა და კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო წლისთვის საქართველოს პირველმა არხმა იმ მასალას გაციფრულება დაიწყო, რომელიც საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდშია დაცული. ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედების სრული ვიდეო და აუდიო ციფრული ვერსიები მთელი წლის განმავლობაში აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე – 1tv.ge და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი ნახვის საშუალება ექნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანზორ ერქომაიშვილის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანზორ ერქომაიშვილის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს იუბილეს ულოცავს
TV IMEDI
ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანზორ ერქომაიშვილი 80
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ვარიაციები მუსიკალურ თემაზე" 02.02.17 მიხეილ კილოსანიძის 80...
Georgian Public Radio
✔ ანსამბლ რუსთავის 50 წლის იუბილე და ტურნე იაპონიაში / Ensem...
chub1na.ge