„ბიზნესპარტნიორი“ - საქართველოს პირველ არხზე ახალი პროექტი იწყება


საქართველოს პირველ არხზე კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყება - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველ სამუშაო დღეს პირველი არხის მაყურებელს „ბიზნესპარტნიორი“ ელოდება.

გადაცემა ეთერში 15 საათსა და 30 წუთზე გავა.

„ბიზნესპარტნიორი“ არის გადაცემა, სადაც მაყურებელი მიიღებს ყველაზე ამომწურავ და ობიექტურ ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ბიზნესაქტივობებზე.

საკანონმდებლო რეგულაციები, დასაქმების ბაზარი, საინვესტიციო გარემო, სიახლეები და ანალიზი, რა უშლის ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, როგორ ესმის ხელისუფლებას დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პრობლემები და რა კეთდება მათ მოსაგვარებლად. განხილული თემები განთავსდება ვებგვერდზე 1tv.ge.

მაყურებელს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება „ბიზნესპარტნიორის“ ფეისბუქგვერდის საშუალებითაც ექნება. „ახალ დღეში“ კი „ბიზნესპარტნიორის“ რუბრიკა 22 აპრილიდან დაიწყება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან