არა რუსულ კანონს! - გიორგი ჭინჭარაული, შატილი

03/01/2023

https://mtisambebi.ge/ „მთელ პირიქითა ხევსურეთში 20 კომლიღა ვცხოვრობთ და გეტყვით, ამ ოც ოჯახს რა პრობლემებს შეუქმნის რუსული კანონი. მერე თქვენ იანგარიშეთ, რამხელა პრობლემების მომტანი იქნება მთლიანად საქართველოსთვის. ციხე-კომპლექსი შატილი 2000-იან წლებში სწორედ დასავლეთის ორგანიზაციების მხარდაჭერით გადარჩა, სკოლა გერმანულმა ორგანიზაციამ აგვიშენა, რომ ხევსურ ბავშვებს განათლება მიეღოთ. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიაც გერმანული ორგანიზაციის დაფინანსებით შეიქმნა. ხევსურეთის ბევრი სოფელი დღემდე გარესამყაროს იქნებოდა მოწყვეტილი, იმ თითო-თითო კაცსაც ვეღარ შევინარჩუნებდით, რომ არა სათემო ორგანიზაცია, მათ მიერ მოძიებული გრანტი და უკაბელო ინტერნეტი ხევსურეთის ყველა სოფელს. რომ არა დამოუკიდებელი მედია, ბევრად მეტი პრობლემა გვექნებოდა, ვიდრე ახლა გვაქვს.
ხალხს გვაჩვევენ. შეეშალათ, ვაპატიეთ, კიდევ შეეშალათ, კიდევ ვაპატიეთ, ზღვარს გადავიდნენ უკვე. ამ კანონის მიზანია ყველა დაგვიმორჩილონ, დამოუკიდებელი მედია გაქრეს, რაც ხდება რუსეთში და როგორც დევნიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს“.
#არარუსულკანონს

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან