სვეტიცხოვლობის დღესასწაული
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმიდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც აღინიშნება. ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი მცხეთელ ებრაელებს ხვდათ წილად, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა სიდონია კვართითურთ დაკრძალა. მის საფლავზე მშვენიერი ხე ამოვიდა. ეს ხე ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან შვიდი სვეტი დაუმზადებიათ, მხოლოდ ერთი სვეტი ვერ აღუმართავთ – „სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი.” იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. სწორედ აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1r6eubP
მსგავსი ვიდეოები
სვეტიცხოვლობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"სვეტიცხოვლობის" დღესასწაული ოზურგეთის საკათედრო ტაძარში
guriatv
სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა დილი...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
მცხეთობა - სვეტიცხოვლობის დღესასწაული
TV IMEDI
მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მცხეთობა სვეტიცხოვლობის დღესასწაული 2019
mtskheta press
სოფელ ბუშეტში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღნიშნეს
ტელეკომპანია თანამგზავრი
სვეტიცხოვლობა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил