მრევლი

14.10.2020 04:52

დამძიმებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო საგანგებო ზომების ფონზე ჩაიარა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის აღნიშვნამ. დისტანციის დაცვის მიზნით მრევლის ნაწილი საზეიმო ღვთისმსახურებას ტაძრის ეზოდან ადევნებდა თვალს. სწორედ პანდემიას მიეძღვნა კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგების ძირითადი ნაწილი. ეზოშივე ჩატარდა ზიარებაც. გაუარესებული სტატისტიკიდან გამომდინარე მოკრძალებულად აღნიშნეს მცხეთობაც. ისტორიულ ქალაქში მასშტაბური კულტურულ-სპორტული ღონისძიებები და თავყრილობები წელს აღარ მოწყობილა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: