ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო

06.12.2021 02:22

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - სხდომაზე მოწმის სახით მამუკა ხაზარაძე იკითხება. პარტია „ლელოს“ ლიდერმა ჩვენება დაიწყო 2007 წლის გახსენებით, როდესაც მისი თქმით, „თბს ბანკი“ მილიონობით ინვესტიციებს იზიდავდა, მათ კი ლიცენზიასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა პრობლემები შეუქმნა. პრობლემის მოსაგვარებლად, ხაზარაძის განცხადებით, საჭირო იყო დამატებითი თანხების მოზიდვა. ასევე, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოუთვალეს, რომ ბანკი გაეყიდათ. ბრალდებულის თქმით, მათ დაიწყეს დამატებითი თანხების მოძიება ერთ-ერთ კომპანიასთან, თუმცა პერიოდულად სახელმწიფოსგან პრობლემები ექმნებოდათ. საბოლოოდ კი დამატებითი თანხების მოძიება შეძლეს, თუმცა ერთ-ერთი სესხის გადასაფარად, კომპანია „სამგორის“ დამფუძნებლისგან მიიღეს დაახლოებით 17 მილიონი დოლარის სესხი. ამ სესხის დაბრუნებაზე კი პრობლემები რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებით და სექტემბერში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო შეიქმნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო
01:17

ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო
02:16

ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი
06:21

ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი
03:54

ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხაზარაძე- ჯაფარიძის სასამართლო პროცესი
01:09

ხაზარაძე- ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხაზარაძე-ჯაფარიძე დამნაშავეებად ცნეს და სასჯელისგან გაათავისუფლეს
05:41

ხაზარაძე-ჯაფარიძე დამნაშავეებად ცნეს და სასჯელისგან გაათავის...

რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს
07:34

ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პოლიტიკურ მოტივებ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ამ პროცესს არ გააჩნია დაზარალებული ჩვენს გარდა, დადგმული სპექტაკლია - სასამართლო „თიბისის“ საქმეზე
02:43

ამ პროცესს არ გააჩნია დაზარალებული ჩვენს გარდა, დადგმული სპე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო