ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღის აღნიშვნას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა გადაცემა უერთდება. ამ წუთებში მაუწყებლის შენობა სპეციალურად ნათდება წითლად. საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის ცხრა თვის განმავლობაში ქალთა მკვლელობის 19 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი, შვიდ შემთხვევაში კი სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი. ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3633 პირის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ; ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელია 94%, დაკმაყოფილებულია - 54%. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივად აშუქებს გენდერული თანასწორობის საკითხებს და პრიორიტეტად ისახავს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. წლის დასაწყისში მაუწყებელმა პრაქტიკაში დანერგა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „ყველა თანასწორია“, რომელიც 11 ქვეყნის წარმომადგენლის ჩართულობით, გენდერული ჯგუფის თავმჯდომარის, თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალთა მიმართ ძალადობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩვენ ვგმობთ ქალთა მიმართ ძალადობას!
Murtaz Bolkvadze
ნუ მოითმენ ძალადობას!
Murtaz Bolkvadze