„112 არის კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი“ - პრემიერის განცხადებები
04/09/2020
აშშ-ში მყოფი 79 ქართველი სკოლის მოსწავლე საქართველოში დაბრუნდება. საქათველოს პრემიერის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, მოსწავლეების ქვეყნიდან სპეციალური საშუალებებით გამოყვანის თაობაზე. რეისი ხვალ შედგება აშშ-დან დოჰაში, შემდეგ კი, თბილისის მიმართულებით.
გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივებისა და რეჟიმის გამკაცრების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ეს განცხადებები მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის დათვალიერების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და პირველად სამედიცინო მომსახურების ცენტრებთან ერთად, 112 არის კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი, რომლითაც მოქალაქეებმა პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა ისარგებლონ, საიდანაც მათი გადამისამართება საჭიროებისამებრ მოხდება.
„ჯანდაცვის სამინისტროსა და პირველად სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, 112 არის სრულიად ახალი ხაზი, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ეს არის კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი“– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.