„სიენენი“ - „პუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში“
„პუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას „სიენენი“ აქვეყნებს. საავტორო სვეტში უილ კეთკარტი მოუწოდებს მოგზაურებს აუცილებლად ეწვიონ საქართველოს. მისი თქმით, საქართველოში უკვე ერთ კვირაზე მეტია, არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსის ვიზიტს მოჰყვა. საპასუხოდ პუტინი ცდილობს დასაჯოს, დაიმორჩილოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. კეთკარტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ამას იმის გამო აკეთებს, რომ არ სურს ანალოგიური პროტესტი რუსეთშიც დაიწყოს. „საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული და ზოგჯერ მწარეა, თუმცა ქართველი ხალხი ამაზე დღეს ღიად საუბრობს და განიხილავს, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლება აქვთ. სწორედ ეს თავისუფლება აშინებს პუტინს, იმაზე მეტად ვიდრე რომელიმე არმია“, – ნათქვამია „სიენენის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს დახმარების ხელი უკვე გაუწოდა არაერთი დასავლური სახელმწიფოს საელჩომ, მათ შორის აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ, რომელიც სოციალური მედიით მოუწოდებს ყველას, პუტინის აკრძალვის მიუხედავად საქართველოს ესტუმრონ. „არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ, მოსკოვიდან, მილუაკიდან თუ მოგადიშუდან, ახლა საქართველოს თქვენ სჭირდებით. მოდით, ვუპასუხოთ პუტინს და მისი ბოროტ აკრძალვას. ამით თქვენ პატარა ქართულ დემოკრატიას გაღვივებაში დაეხმარებით, წინ აღუდგებით გეოპოლიტიკურ მჩაგვრელს და ცხოვრებაში საუკეთესო დროს გაატარებთ,“ – წერს სტატიის ავტორი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ჩამოდი საქართველოში პუტინის ჯინაზე“ - უილ კეთკარტი მისი ბლო...
რადიო თავისუფლება
ბორის ჯონსონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება ჯო ბაიდენის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ზღაპრული ახალი წელი“ - „სიენენის“ სტატია საქართველოზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იტალიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 188-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ატომური ენერგიის სააგენტოს მისია კიევში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster