"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი ზუგდიდში ხმაურის ფონზე წარიმართა.

07/20/2013
odishitv-ის მიერ

„ნაციონალური მოძრაობის\" პრაიმერიზაციას ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების\" მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის\" პრეზიდენტობის კანდიდატებს ცოცხებით, თოხებით, ბარებით და წყლით სავსე ბოთლებით დახვდნენ. აქციის მონაწილეები - „წადით, წადითს\" სკანდირებდნენ, რაც ფიზიკურშიდაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც პირველი არხის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტი ნატო ბერულავა დაზიანდა, მას შუბლში წლით სავსე ბოთლი ესროლეს. შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიცია. პრაიმერში მოაწილეებისთვის სამართალდამცავებს სპეციალური კორიდორი ქონდათ გაკეთებული, თუმცა შეკრებილები მათ შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ \"ნაციონალურ მოძრაობას\", რომელსაც \"ოკუპირებული ჰქონდა მთელი სამეგრელო, ზუგდიდში არაფერი ესაქმება\". აქციის მონაწილეები რომლებიც თეატრის ირგვლივ იყვნენ შეკრებილნი შენობაში შეღწევას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალებას მათ სამართალდამცავები უშლიდნენ და კანონის დაცვას ითხოვდნენ .„ნაციონალური მოძრაობის\" პრაიმერი გიორგი ვაშაძემ გახსნა, რომელმაც მომხდარი ფაქტი დაგმო და მას სამარცხვინო უწოდა.
ზუგდიდის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის\" პრამიერის კენჭისყრის პროცედურა 3საათზე დაიწყო და კენჭისყრის შედეგები დაახლოებით 6 საათზე გახდა ცნობილი. პრაიმერში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის\" საპრეზიდენტო კანდიდატებმა დელეგატებთან შეხვედრისას რეგიონის განვითარებაზე, უსაფრთხოებაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს.

თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პრაიმერის დაწყებამდე განაცხადა,რომ აქციაზე \"ქართული ოცნების\" მხარდამჭერები ზუგდიდის გამგებლის ორგანიზებით სპეციალური სამარშუტო ტაქსებით მოიყვანეს. მისი თქმით, საინტერესოა აცნობიერებს თუ არა ხელისუფლება მსგავს ქმედებას და ასეთ პირობებში რამდენად წარმოუდგენიათ სამაგლითო დ...
http://odishi.ge/sainformacio-sazogad...
2013-07-20