საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდში..
საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდში ათასობით ადამიანი დახვდა. მიხეილ სააკაშვილთნ შესახვედრად ქალაქის მთავარ მოედანზე სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ათასობით ადამიანი შეიკრიბა. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობის წინაშე მთავრობის წევრებთან ერთად წარსდგა.ყვეყნის პირველმა პირმა ხალხს ბოლო ცხრა წლის ანგარიში ჩააბარა. მიხეილ სააკაშვილმა ხალხთან მიმარვისას, მთავრობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში მასთან ერთად შეიკრიბა, როგორც მთავრობის მოქმედი წევრები, ასევე მთავრობიდან უკვე წასული ჩინოვნიკები და ერთად ერთიანი ძალებით დაიწყეს ლაზიკას ახალი პორტის მშენებლობა. სააკაშვილის განმარტებით, ლაზიკის მშენებლობით მეგრელები გააკვირვებენ მთლიანად საქართველოს, ხოლო საქართველო მოახერხებს დაა გააკვირვებს დანარჩენ მსოფლიოს. პრეზიდენტმა მხედრიონის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ არსებულმა ხელისუფლებამ შეძლო ქვეყნის შიშისა და ძალადობისგან გათავისუფლება,რომ არავის ექნება უფლება ქვეყანა წარსულში დააბრუნოს. ამასთან, ქვეყნის პირველი პირი ზუგდიდში გუშინ გამართულ, "ქართული ოცნების" აქციასაც გამოეხმაურა. პრეზიდენტის გამოსვლას ემოციური შეძახილებითა და ტაშით ეხმაურებოდა შეკრებილი მოსახლეობა,მათ არღნიშნეს,რომ პრეზიდენტის ყველა დანაპირები უკლებლივ ასრულდა და მომვალშც იმედებს მიხეილ სააკაშვილზე ამყარებენ. მრავალათასიანი აქცია ერთი საათი გაგრძელდა,პრეზიდენტი ხალხმა ტაშითა და ოვაციებით გააცილა. http://www.odishi.ge/ / odishitv
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდში "შეცვალეს" აქტივისტები ლობიო...
Radio Atinati
ზუგდიდში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს ისევ აქციით დახვდნენ „...
odishitv
„გზა თავისუფლებისკენ“ - დოკუმენტური ფილმი საქართველოს პირველ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვაზე დასმულმა რამდენიმე კ...
Radio Atinati
ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაიკეტა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი..
odishitv
კამპანია დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენ...
giorgi jojua
"პრეზიდენტის ნაძვის ხის” კონცერტი ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster