ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა

10.10.2021 00:45

ავსტრიის კანცლერმა, თანამდებობა დატოვა. ავსტრიის პროკურატურამ, რომელიც ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სებასტიან კურცისა და კიდევ ცხრა, სხვა პირის საქმეს იკვლევს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ნდობის ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და კორუფციაში. გამოძიების თანახმად, 2016 -დან 2018 წლამდე ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა ავსტრიულ გაზეთში რეკლამების დასაფინანსებლად, რაც კურცის პარტიისათვის მომგებიანი გამოკითხვის განთავსებას ისახავდა მიზნად. ითვლება, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, რომელიც კურცს საშუალებას მისცემდა, ჯერ ავსტრიის სახალხო პარტიის სათავეში მოსულიყო, ხოლო მოგვიანებით კანცლერის თანამდებობა დაეკავებინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: