საარჩევნო რეფორმა


პარლამენტში ევროკომისიის იმ პუნქტზე მსჯელობენ, რომელიც საარჩევნო რეფორმას გულისხმობს.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის გარშემო საკომიტეტო განხილვები იწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ესწრება. პროექტში მთავარი სიახლე ის არის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პრაქტიკულად ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ასევე გამკაცრდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე კონტროლი, ასევე ცვლილებებია გასაჩივრების ვადებშიც. სამი ოპოზიციური პარტია, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს გაემიჯნა და ალტერნატიულ სტრატეგიას ამზადებდა, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივების გაზიარებას სთხოვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან