განათლების ახალი მოდელი


საგამოცდო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების გამო განათლების სამინისტროს განმარტებების გაკეთება უწევს.
გუშინ გასაჯაროებული რეფორმა ექსპერტების გარდა კითხვებს მმართველი გუნდის წევრებს შორისაც აჩენს. მათ შორისაა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დაანონსებული სიახლეების ნაწილი მოსწონს, თუმცა შენიშვნებიც აქვს. სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამების დაახლოება და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის ზრდა თუ კორუფციის რისკების გაჩენა - მეორე დღეა, დავის საგანია რეფორმა, რომლის მიხედვით სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება, უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება კი სავალდებულო აღარ იქნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან