მხატვრისა და ინტერიერის დიზაინერის გუგა კოტეტიშვილის მრავალფუნქციურ სივრცეში „გუგა კოტ. სტუდიაში“ გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა გუგა კოტეტიშვილის გრაფიკულ ნამუშევრებსა და გიზო ნერგაძის ხელნაკეთ სანათებს აერთიანებს, რომლებიც ძველი ნივთებისგანაა აწყობილი. გრაფიკული ნამუშევრების სერია კი, რომელიც გუგა კოტეტიშვილს ეკუთვნის, მხატვარმა 30-წლიანი პაუზის შემდეგ შექმნა. გამოფენის შესახებ გუგა კოტეტიშვილი გვიყვება
#გუგაკოტეტიშვილი
#გუგაკოტეტიშვილი