კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია
12 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილების პრობლემებზე ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია. ანგარიში მომზადდა კვლევითი პროექტის - „წარსულის ტყვეობაში: ქართველი დევნილების ჩახშული ხმები და სოციალური ინტეგრაციის დილემა“ - ფარგლებში. ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტი შესრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის კვლევითი ჯგუფის მიერ. კვლევა მოიცავს აკადემიურ პუბლიკაციასა და მოკლე სარეკომენდაციო ანგარიშს (Policy Brief) – „ინტეგრაციის უგულებელყოფილი მხარე - სტიგმა, როგორც მძიმე ყოფის საფუძველი“. ანგარიში გათვალისწინებულია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. პრეზენტაციაზე წარსადგენ სარეკომენდაციო ანგარიშში ასახულია დევნილთა მწვავე სოციეტალური პრობლემები და შემოთავაზებულია მათი მოგვარებისთვის გადასადგმელი პრაქტიკული ნაბიჯები. კვლევა ყურადღებას ამახვილებს დევნილთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემებზე (სტიგმა, მარგინალობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ნაკლებობა) და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას.
Ilia State University-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ,,ილია – მამა"
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ნიზამი განჯევ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა -...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ”ფაუსტი”- მეორ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველას...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ერთი პოეტის ო...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „კიდევ ერთხელ...
მსგავსი ვიდეოები
გურიის ახალი ამბები – კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია
guriatv
როგორ სრულდება 12 რეკომენდაცია - ანგარიშის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანგარიშის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროექტის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვლევის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"კოალიცია თანასწორობისთვის" 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია,...
The Coalition for Equality
ნარკოპოლიტიკის 2019 წლის ტენდენციები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster