საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია


„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
ათპუნქტიანი პროგრამიდან კუკავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მარიხუანას საკითხზე. პრეზიდენტობის კანდიდატს მიაჩნია, რომ კანაფის მოხმარების ლეგალიზება და მისი კულტივაცია დასაშვები არ უნდა იყოს. კიდევ ერთ ძირითად საკითხად, მან ემიგრაციის პრობლემა დაასახელა. კანდიდატის შეფასებით, საკუთარი საარჩევნო პროგრამა მისი კონკურენტების დაპირებებისგან განსხვავებულია და ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობებზეა დამყარებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან