ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი

14.05.2021 03:21

„უხერხემლო“ - მალე ეკრანებზე ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვა. ალექსანდრე ჩიღვინაძის პიესის მიხედვით შექმნილი ნახევარ საათიანი ფილმი ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში მცხოვრები ოჯახის მაგალითზე საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და განსხვავებულ შეხედულებებზე გვიყვება.  კინოსურათში მთავარი აქცენტი ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ მიუღებლობაზეა, რაც უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში არსებობს. ფილმზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც „უხერხემლო“ აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: