ომი უკრაინაში


უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 111 დღე გავიდა.
ოკუპანტები აქტიურ საომარ მოქმედებებს ამ ეტაპზე სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის ტერიტორიაზე აწარმოებენ. რუსი სამხედროები უკრაინული დასახლებების დაკავებას უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად ცდილობენ. დანგრეულია სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი. დღეს სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ლვოვის ოლქშიც. ოკუპანტების გარკვეული წინსვლა შეინიშნება ხარკოვის მიმართულებით. აქტიური საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, კრემლი სამხედრო ხარჯების გაზრდას გეგმავს. ოფიციალური კიევი კი დასავლეთს აკრიტიკებს და რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის გერმანიას, საჭირო დროს სამხედრო დახმარების არ მიწოდებაში ადანაშაულებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ომის უკრაინის სასარგებლოდ დასრულების ერთადერთ გზად, კიევისთვის სწორედ თანამედროვე არტილერიის გადაცემას ასახელებს. გაერო-ს მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ მცირე 4395 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან