თბილისის ავარიული სახლების რეაბილიტაციის ახალი გეგმა


ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის მიზნით მერია ახალ პროექტს იწყებს.

დედაქალაქის მთავრობა ბიზნესს ავარიული სახლების აღდგენის ან ჩანაცვლების დაფინანსების სანაცვლოდ მათ საკუთრებაში არსებულ მიწებზე სამშენებლო შეღავათებს სთავაზობს. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მერიის პროგნოზით რესტავრაცია-ჩანაცვლების პროგრამა ათასობით ისტორიულ შენობას უნდა შეეხოს, რომელთა დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ინგრევა. რაც შეეხება იქ მცხოვრებ ოჯახებს, პროექტი მათ დროებით გასახლებას ითვალისწინებს, თუმცა უცნობია, ვინ დაფარავს ქირის ხარჯებს - მერია თუ ინვესტორი კომპანია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან