ფილმები ოსკარზე
ცნობილია 2024 წლის ოსკარზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი. ეროვნულმა კინოცენტრმა რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ შეარჩია. ფილმი სპეციალური კომისიის ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ფილმის სიუჟეტი მაღაროელების ქალაქში ვითარდება, რომლის მცხოვრებლებსაც ჰყავთ წმინდანი. წმიდანის ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ერთ დღესაც ეს ქანდაკება გაცოცხლდება. წმინდანი მოქალაქეებს შორის დაიდებს ბინას. მისი გაცოცხლება და რიგით მოქალაქედ ქცევა ქალაქის მოსახლეობას აწუხებს და არ იციან, როგორ მოიქცნენ. Სურათში მთავარ როლს ლევან ბერიკაშვილი ასრულებს. საკონკურსო ფილმის სტატუსის მოპოვებას წელს ოთხი ქართული ფილმი ცდილობდა: ესენია „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ (რეჟისორი - ლელა წიფურია); „მოქალაქე წმინდანი“ (რეჟისორი - თინათინ ყაჯრიშვილი); „მშვენიერი ელენე“ (რეჟისორი - გიორგი ოვაშვილი) და „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (რეჟისორი - ელენე ნავერიანი). ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიას კონკურსში გამარჯვებულ ქართულ ფილმს უახლოეს მომავალში წარუდგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უცხოენოვანი ფილმები “ოსკარზე”
შუადღე GDS / shuadge GDS
ორი ქართველი რეჟისორის ფილმები ოსკარზე წარსადგენ 7 ფილმს შორ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაშინგტონი დღეს 19 თებერვალი, 2016
ამერიკის ხმა
შეჯამება - ქართული კინოს 2023 წლის ტენდენციები. პოდკასტი დირ...
დირექცია / Film Office
ოსკაროსანი ფილმები თებერვალში
kinoafisha. ge
შეხვედრა კულტურის სამინისტროში
culturegovge culturegovge
ჯანკარლო ჯანინი
culturegovge culturegovge
#4 საუკეთესო ფილმები "ოსკარების" აზრით 1959 - 1968
ბატონიjorji