სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეკრება


ევროკავშირის რეკომენდაციები - 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა დღეიდან სასამართლო რეფორმაზე იწყება. სამუშაო ჯგუფს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. დღევანდელი შეხვედრა ძირითადად ტექნიკური ხასიათის იქნება, მოხდება დღის წესრიგის გაწერა. შეხვედრას დაესწრება ოპოზიციის ნაწილი. მათ შორის არიან - „გირჩი“, „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“, „ევროპელი სოციალისტები“. პროცესში ჩართვას გეგმავს ხათუნა სამნიძეც.

საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი „ქართულ ოცნებას“ უნდობლობას უცხადებს და პროცესში ჩართვისთვის მისგან კონკრეტული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან