ბელარუსში ექსტრემისტულად აღიარებული ტელეგრამარხების გამოწერა კანონით დაისჯება
10/15/2021
Euronews Georgia-ის
მიერ
ბელარუსის ხელისუფლება იმ ტელეგრამარხების გამომწერების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას აპირებს, რომლებიც მთავრობამ ექსტრემისტულად დაასახელა. „გავრცელება, ანუ რეპოსტი, ექსტრემისტული მასალების შენახვა და ექსტრემისტული რესურსების გამოწერა კანონით დაისჯება“, - აღნიშნულია ბელარუსის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ოფიციალურ ტელეგრამარხზე
#ბელარუსი #Belarus
#ბელარუსი #Belarus