გამოფენისთვის დაგწირდებათ ლეპტოპი ან კომპიუტერი, გამოფენას ვერ ნახავთ მობილური ტელეფონიდან.
გამოფენის ლინკი: https://tbilisionline.ge/
„გამოგონილი სინამდვილე“ თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „თბილისი“ II / 2021-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა მედიაში მომუშავე თოთხმეტ მხატვარს აერთიანებს. წარმოდგენილი მხატვრები 21-ე საუკუნის 10-20-ანი წლების ქართულ არტ-სცენის აქტიური წევრები არიან, დინამიური სახელოვნებო პრაქტიკით და მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებით.
თანამედროვე მხატვარი საზოგადოებას ეგზისტენციური, პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების „მხატვრულ გადაწყვეტას“ სთავაზობს. მხატვრის ეს ფუნქცია კიდევ უფრო „გართულდა“ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც შესაძლებელი გახდა რამდენიმე რეალობაში არსებობა. გლობალურმა ეპიდემიამ საბოლოოდ დაამტკიცა ვირტუალურ (Virtual reality), გავრცობილ (Augmented reality) ან შერეულ რეალობაში (Mixed reality) ნავიგაციის უნარის აუცილებლობა. თუმცა, ჯერ კიდევ პანდემიამდე გამოჩნდა გაუცხოვების ტენდეციები ერთადერთ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ, ე.წ. ფიზიკურ რეალობასთან. ციფრული კომუნიკაციის უსაზღვრო შესაძლებლობების, ადამიანის მიერ არასასურველი გამოყენების არც თუ ისე ხანმოკლე ისტორიამ შექმნა სიტუაცია, როდესაც ხელოვნური, გამოგონილი რეალობების ფონზე, სინამდვილე ყველაზე მეტად გამოგონილი აღმოჩნდა.
გამოფენის ადგილი თავდაპირველად თბილისის ისტორიის მუზეუმის, თანამედროვე ხელოვნების გალერეა იყო, თუმცა გლობალური პანდემიის მორიგი ტალღის ფონზე პროექტმა ციფრულ პლატფორმაზე გადაინაცვლა.
რეზიდენციის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები თანადროულ ფილოსოფიურ და სოციოკულტურულ პრობლემატიკას უკავშირდება. გამოფენა ცდილობს სხვადასხვა სოციოკულტურული დისკურსის ფარგლებში გამოკვეთილი დამოკიდებულება ხელოვნების ენით აღწეროს და აქცენტი რეალურიდან ციფრულ სივრცეში ხელოვნების ჩვენების გზებზე გადაიტანოს. გამოფენაზე ნაჩვენებ ნამუშევრებთან კონტაქტი ვიდეო-გეიმის ფორმატში ხორციელდება, რაც თავის მხრივ მაყურებელს ნამუშევრის აღქმის ახალ „მენიუს“ სთავაზობს.
მონაწილეობენ: ქეუ მეფარიშვილი, სავლე შუბლაძე, აჩიკო შამახია, თეონა ჭანიშვილი, ქრისტინე კაკაბაძე, მაკო ლომაძე, ალექს სოსელია, სალომე ჯაში, თამრი ოხიკიანი, ზაზა ასპანიძე, ხატია ჩიტორელიძე, გიორგი გაწერელია, თამარ ბოჭორიშვილი, სალომე ჯიშკარიანი.
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
Made up Truth is an exhibition of the works created within the framework of Contemporary Art Residence \"Tbilisi\" II / 2021, which brings together fourteen artists working in various media. The presented artists are active members of the Georgian art scene of the 10s and the 20s of the 21st century, with dynamic art practice and experience of participation in topical art projects.
A contemporary artist offers the society an \"artistic solution\" of up-to-date existential, political or social problems. This function of the artist became even more complex in the times of digital technologies, when the existence in several realities has become possible. The global pandemic has finally proven the need of the ability to navigate Virtual, Augmented or Mixed realities.
However, the tendencies of alienation from so-called physical reality we know the best appeared even before the pandemic. The not-so-short history of the undesirable use of limitless possibilities of digital communication created a situation when against the background of artificial, fictional realities, the physical reality turned out to be the most fictional.
The original exhibition venue was the Tbilisi History Museum’s contemporary art gallery, however as a consequence of another wave of global pandemics in Georgia, the project has moved to a digital platform.
The works created during the residency relate to contemporary philosophical and sociocultural issues. By employing the language of art the project seeks to touch the attitudes outlined within various socio-cultural discourses. It also tries to look for new ways of displaying art in digital space. The exhibition is presented in the format of a video game, which in its turn offers a viewer a new mode of perception of the work.