შსს-ს განცხადებით, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შემოვიდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არალეგალურად - პირველმა არხმა შეკითხვით საქართველოში უკრაინის საელჩოს მიმართა და პასუხს ამ დრომდე ველოდებით. თუმცა, თავად სააკაშვილი ფეისბუქ პოსტს და საკუთარ გვერდზე ვიდეოებს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ უკვე საქართველოში, კონკრეტულად კი, ბათუმში: „ეს არის ჩემი ბათუმი, ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება“- აცხადებს სააკაშვილი. მისი თქმით, გარისკა სიცოცხლე და თავისუფლება და ჩამოვიდა საქართველოში. სააკაშვილმა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, 3 ოქტომბერს კი, რუსთველის გამზირზე მასშტაბური შეკრება დააანონსა: “ 3 ოქტომბერს, დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას. ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ.” –აცხადებს სააკაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილის გზავნილი - შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილი შსს-ს სტატისტიკას აღარ ენდობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეს ხომ არ არის სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმურად რაღაცის ახსნა...
Girchi • გირჩი
ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერებმა შსს-ს განცხადებით მიმართეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს პანკისელების პროტესტს გამოეხმაურა
ტელეკომპანია თანამგზავრი
კორონავირუსი – თვითიზოლაციის წესების დარღვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებულების სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster