აღმოჩენა მირზაშაფში
მირზაშაფში ახალი აღმოჩენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოდგილემ მარინე მიზანდარმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ადგილზე შეაფასა. 12:00 საათზე, მინისტრის პირველი მოადგილე არქიტექტორს, არქეოლოგებსა და სპეციალისტებს შეხვდა და აღმოჩენა დაათვალიერს (აბანოთუბანი, მირზაშაფის ქ. #5, გრიშაშვილის აღმართი). აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის წარმოება ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ცენტრს დაევალა (ექსპედიციის ხელმძღვანელი ი.მ.დ. მერაბ ძნელაძე). არქეოლოგიურმა გათხრებმა დედაქალაქის წარსულის მნიშვნელოვანი და ახალი მასალები წარმოაჩინა, როგორც უძრავი (ტერასები, შენობები), ისე მრავალრიცხოვანი არტეფაქტები (მოჭიქული და სადა კერამიკის ნაირფეროვნება, მონეტები, მინის ჭურჭლის ფრაგმენტები, ოქროს ბეჭედი და სხვ.). ძეგლი მრავალფენიანია. არის, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების (XI-XIII სს.), ისე შემდგომი პერიოდების ცხოვრების ნაშთები. დაფიქსირდა ორი ძველი ტერასის ნაშთი, რომელიც სრულად ეხმაურება არაბული წერილობითი წყაროს მონაცემებს - თბილისში ტერასულად განლაგებული საცხოვრისების შესახებ. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
აღმოჩენა მირზაშაფში
culturegovge culturegovge
არქეოლოგიური აღმოჩენა მირზაშაფის ქუჩაზე
TV IMEDI
აღმოჩენა
Livepress. ge
აღმოჩენა
Olas
აღმოჩენა გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზიარში
culturegovge culturegovge
უნიკალური აღმოჩენა გურჯაანში
ტელეკომპანია თანამგზავრი
აღმოჩენა წყლის ქვეშ, წყლით სავსე დერეფანში / interesting fin...
Speleo club Caving Georgia
აღმოჩენა თელავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster