ახალკაცის სახელობის საფეხბურთო ტურნირი
„დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიაში დასრულდა ყველაზე მასშტაბური ქართული საფეხბურთო ტურნირი - ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-13 საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალი. ლეგენდარული ქართველი მწვრთნელისა და დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის სახელობის თასისთვის იბრძოდნენ 2011, 2012 და 2013 წელს დაბადებული ბავშვები. 2011 წლიანების გამარჯვებულები ნორჩი დინამოელები გახდნენ, ხოლო 2012 და 2013 წელს დაბადებულებში, თბილისის დინამოს აკადემიამ პირველობა არავის დაუთმო. ფინალური მატჩების დასრულებისთანავე გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. მონაწილეობისათვის ბავშვებს პრიზები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ორგანიზატორი იყო თბილისის ფეხბურთის ფედერაცია, მთავარი მხარდამჭერი - თბილისის მერია, ხოლო პარტნიორი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალკაცის სახელობის ფესტივალი -- ლოკომოტივი - მართვე
FC LocomotiveTbilisi
ახალკაცის სახელობის ფესტივალი 2016
DINAMO ACADEMY
ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა
GFF • Georgia
ნაძალადევის რაიონში ნოდარ ახალკაცის სახელობის სპორტული მოედა...
District of Nadzaladevi
გორის ,,გორი“-მა ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირზე წარმატე...
TV მონიტორინგი
Dinamo Tbilisi (Georgia) 2:0 Grazer AK (Austria) 16.09.1981...
GiviFilms Studio Sport
ახალკაცის მატრიცა | 01.05.12
GeoArchive
ახალკაცის მატრიცა | 28.09.12
GeoArchive