მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება
საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. მიზეზი ზურაბ ადეიშვილის ვიზიტია გერმანიის ბუნდესტაგში და მისი შეხვედრები ევროკომისიაში, რაზეც ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა. ამასთან, საქართველოს მთავრობის განცხადებას, სადაც ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას და გადასცემს საქართველოს იმ დამნაშავეებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ეხმაურება და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საკუთარ პირობებს აყენებს. საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: „უკრაინის მთავრობის მიერ ქართველი კრიმინალის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში არასწორ სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამშრომლობას.“- წერს შალვა პაპუაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება პ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება პ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - შალვა პაპუაშვი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგში - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებულ ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster