„შრომის ინსპექცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ აკრძალული საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტს დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმის თუ დალუქვის სახით. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბების ამუშავებისათვის შესაბამისი პროტოკოლი, რომლის შემუშავებაშიც ობიექტებიც უნდა ჩაერთონ, ჯერ გაწერილი არ არის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი კვლავ განაგრძობს ღონისძიებების ორგანიზებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება უარესდება“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც შრომის ინსპექცია ავრცელებს. უწყება ასევე წერს, რომ შესაბამისი რეკომენდაციების დამტკიცების შემდგომ, სექტორის ფუნქციონირება ისევ განახლდება. შეგაგნებინებთ, რომ შრომის ინსპექციამ კლუბ „ხიდზე” აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც, კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. დღეს დილით კი შრომის ინსპექციის წარმომადგენლები კლუბის დასალუქად მივიდნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.