„არა ძალადობას! არა ფემიციდს!“ - ამ სახელწოდებით დღეს, თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მიზანია ჩამოყალიბდეს ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფი, შემუშავდეს ერთობლივი მოქმედების გეგმა და უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების ჩართულობა ამ გეგმის განხორციელებაში. როგორც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ აცხადებენ, მნიშვნელოვანია ამაღლდეს საზოგადოების ფართო მასების ცნობიერება ძალადობის შესახებ, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ამ ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და გაზრდილი ფემიციდის გამომწვევ მიზეზებზე და მათი პრევენციის ეფექტურ გზებზე. შეხვედრას თელავის გენდერული თანასწორობის კლუბის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უფლებადამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/100yQNp
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/100yQNp