ახალი რეგულაციები პოლიეთილენის პარკებზე

01.10.2018 00:35

მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, დღეიდან ძალაში შედის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, შესაფუთი მასალა ბიოდეგრადირებადი უნდა იყოს. პირველ ეტაპზე გარკვეული სისქის ერთჯერადი ცელოფნების გაყიდვა იზღუდება, აპრილიდან კი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი საერთოდ დაუშვებელი იქნება. პირველი ოქტომბრიდან მწარმოებელს კომპანიის ლოგოს და წარწერის განთავსება თითოეულ პარკზე მოუწევს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევში მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება, პროდუქციას კი ჩამოართმევენ. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: