ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნა

„სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც“ – ეს ფრაზა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. მამუკა ბახტაძემ აქცენტი ქართული კულტურის უნიკალურობასა და მრავალფეროვნებაზე გააკეთა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის პავილიონში მამუკა ბახტაძესა და ფედერიკა მოგერინის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უმასპინძლა.

საქართველოს სტენდზე ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემაა წარმოდგენილი. 14 ოქტომბრამდე  72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს პავილიონში მოწყობილ ორ სცენაზე შეხვდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან