პოლიტიკური პროცესები


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვა, ელჩების ჩართულობით, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგისთვის, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმების წაყენება თავისთავად გამორიცხავს ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან მოლაპარაკების რეალურ სურვილს.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კვლავ ვადამდელ არჩევნებს და ე. წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მათი ნაწილი კი ნიკა მელიას გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან არ მივა. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებას, ის აღნიშნავს, რომ შეთანხმება მხოლოდ ურთიერთკომპრომისის გზით მიიღწევა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების გამართვის თარიღი ისევ უცნობი რჩება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან