უცხოური: შარლიზ ტერონი გასუქდა, ლარს ფონ ტრიერის სანქცია, ბრედ პიტი კინოდან მიდის
* შარლიზ ტერონმა ფილმისთვის „ტული“ 23 კილოგრამი მოიმატა. ახალ კინოსურათში, რომელიც ეკრანებზე მალე გამოდის, ოსკაროსანი მსახიობი სასოწარკვეთილი მარტოხელა დედის როლს განასახიერებს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა კადრები ფილმიდან, სადაც შარლიზ ტერონი საგრძნობლად არის მომატებული წონაში. Entertainment Tonight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტერონმა განაცხადა, რომ წონაში მომატების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან სურდა უკეთ გაეგო, რას გრძნობდა მისი გმირი. * კანის კინოფესტივალმა ლარს ფონ ტრიერს 7-წლიანი აკრძალვა მოუხსნა და „პერსონა ნონ-გრატის“ სტატუსი გაუუქმა. სწორედ ფესტივალის ფარგლებში შედგება მისი ახალი ფილმის, „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, პრეზენტაცია. რეჟისორის თქმით, ფილმის შექმნის დროს მისი “შთაგონების წყარო” დონალდ ტრამპი გახდა. შეგახსენებთ, რომ ტრიერი კანის კინოფესტივალზე „პერსონა ნონ-გრატად“ 2011 წელს გამოაცხადეს, მას შემდეგ რაც ფილმ “მელანქოლიას” პრესკონფერენციის რეჟისორმა საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა და თქვა, რომ ჰიტლერის ესმის. ბოდიშის მიუხედავად, ფესტივალმა აღნიშნული სტატუსი მას არ მოუხსნა. * ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტმა შვება არქიტექტურაში იპოვა. თუმცა ჩვეულებრივი ჰობი მის საყვარელ საქმიანობად იქცა და ამჟამად ცნობილი ხდება, რომ პიტი სამსახიობო კარიერაზე უარის თქმას და მთლიანად ამ საქმით დაკავებას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებას კი ის სისრულეში მაშინ მოიყვანს, როდესაც ყველა კონტრაქტს, რომლებიც ამჟამად აქვს გაფორმებული, ვადა გაუვა. ინსაიდერი ამტკიცებს, რომ პიტის ეს უცნაური გადაწყვეტილება დიდად არის დაკავშირებული მის ახალ სიყვარულთან – ნერი ოქსმანთან, რომელიც ამ სფეროს ცნობილი წარმომადგენელია. ბრედთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მსახიობი ამჟამად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - / musicboxgeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
უცხოური ამბები 13-07
Music Box
უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოური: რიანას ალბომი, ჯიჯი ჰადიდი, ნატალი პორტმანის ცხოვრე...
Music Box
უცხოური: კეტი და ორლანდო დაინიშნენ, რიჩარდ გირისა და სილვას...
Music Box
ოქროს საწმისი
culturegovge culturegovge
„ხალხის ძალას“ ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა - რას აპირებს ოპოზიცია და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი პიანისტის წარმატების ისტორია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster