ICOM/ICAMT-ის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია
22 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა გახსნა მე-40 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: “მუზეუმ-ნაკრძალები - ისტორიის სათავეებთან“. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით, 22-26 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარდება ICOM ICAMT-ის (არქიტექტურისა და სამუზეუმო ტექნიკის საერთაშორისო კომიტეტი) მე-40 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მუზეუმ-ნაკრძალები - ისტორიის სათავეებთან“. წლევანდელი საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა ფოკუსირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში მუზეუმ-ნაკრძალების განსხვავებული როლის განხილვა/გაანალიზებაზე, ღირსშესანიშნაობის ადგილის უნიკალურობის შენარჩუნების, კრეატიული განვითარების შესატყვისი თანამედროვე არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის შექმნის, ვიზიტიორთა მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობისა და მუზეუმ-ნაკრძალების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის, მათი მდგრადი განვითარებისა და სხვა საკითხებზე. კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ქმედითი რეფორმის განხორციელებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც დიდად წაადგება ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას და მათ ინტეგრირებას მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ICOM/ICAMT ის საერთაშორისო კონფერენცია
Lana Karaia
ICOM ICR 2020 საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - ნაწილი 1
ICOM GEORGIA
ICOM ICR 2020 ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია - ნაწილი 2
ICOM GEORGIA
ICOM - ის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
Stu Net
ინგა კლარა ქარაია - ICOM - ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზა...
ჩუბინაშვილის ცენტრი - Chubinashvili Centre
ღამე მუზეუმში - ინტერაქტიული წარმოდგენა – „ვიხსენებთ უთქმელს...
თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Museums
კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის შესახებ/About the Biodiv...
National Geographic Georgia
#ახალიდღე „მუზეუმები თანასწორობისთვის - მრავალფეროვნება და ი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster