ვითარება ისრაელში


ისრაელის იერიშების შედეგად „ჰამასის“ უფროსი მეთაურია მოკლული - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ავრცელებს. როგორც ირკვევა, ახლა ისრაელი მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. მანამდე კი ღაზის სექტორთან ერთად საჰაერო იერიში განხორციელდა დასავლეთ სანაპიროზე. პარალელურად, ისრაელის ხელისუფლებამ ლიბანთან მდებარე დასახლებებიდან ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ კონფლიქტის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ჰეზბოლა“ ომში ჩართვის შემთხვევაში უდიდესს შეცდომას დაუშვებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ისრაელი ლიბანს გაანადგურებს. რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ ჯენინში მდებარე მეჩეთზე. პალესტინური მხარე ამბობს, რომ ამ იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ისრაელში აცხადებენ, რომ იერიშის განხორციელების მიზანი გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმის აღკვეთა იყო, რადგან მათივე თქმით, სწორედ ამ მეჩეთის მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრიდან იგეგმებოდა ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტი. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან