მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისა და მათი თანხმლები პირის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. 33 და 43 წლის მამაკაცები ძალადობის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ ორ აქტივისტს და ასევე, მათ თანმხლებ პირს. ამავე ინციდენტში მონაწილეობდა და ერთ-ერთ პირს ფიზიკურად დაუპირისპირდა მეორე ბრალდებულიც. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დღესვე მარნეულში საპროტესტო აქცია გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი ჯერ დაკავებული არ არის. ოპოზიციური პარტიის წევრები ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებულია. თუმცა აცხადებენ, რომ დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.