ჩრდილოეთის დამალულ ბატონსა და დასავლეთის ბატონს შორის ერთმანეთს გადაკიდებული "დამოუკიდებელი" ყმები.
23 მაისი 2024 ხუთშაბათი. 4 მეფეთა თავი 5 1 ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი. 2 სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი. 3 უთხრა თავის ქალბატონს: "ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”. 4 მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: "ასე და ასე თქვა ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილმა გოგომ”. 5 თქვა არამის მეფემ: "ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი. 6 მიუტანა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: "ამ წერილთან ერთად, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან”. 7 წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: "ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!” 8 გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, კაცი გაუგზავნა და უთხრა: "რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”. 9 მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა. 10 მოციქული გაუგზავნა ელისემ და უთხრა: "წადი, შვიდგზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები”. 11 განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: "აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი. 12 განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული. 13 მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: "მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”. 14 ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა. 15 დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”. იოანე ზოსიმე - ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. • იოანე ზოსიმე - ქებაი და დიდებაი ქართუ...
Teopile Malakia-ის სხვა ვიდეოები
სხეულის რა ნაწილშია ადამიანის სული მოთავსებული?
როგორც გველმა აცდუნა ევა,ასევე თქვენც შეცდომილნი ხ...
თეოფილე მალაქიას ბიბლიური ლექციები. ნაწილი 498-ე....
ადამიანური გონებით უკვდავების ძიების აბსურდულობა....
დიპლომატიის სიმწირე მთავრობაში და გაბატონებული ნაც...
გაბატონებული სიცრუის სამი ფორმა ქოც-ნაცურ მოსახლე...
გაბატონებული უნდა იყოს "წმინდა ილია მართალის" ცნობ...
იმსახურებს თუ არა ღმერთის რისხვას ქვეყანა,სადაც ღმ...
მსგავსი ვიდეოები
შეფასებები პუტინის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
PKTV. უნდა გაიხსნას საიდუმლო, რომ იცოდე, ვინ ხარ შენ! - საუ...
PK TV2
ყოველწლიური გენერალური ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოველწლიური გენერალური ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი მიქაუტაძე: ამ რეფორმებიდან გამომდინარე სასამართლო უფ...
TV IMEDI
მოწვეული საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტები და შსს-ს ექს...
PalitraNews
სოფიო ხორგუანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის წინ აქცია იმართება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster