„ჯო ბაიდენი რადიკალების მარიონეტია, ბაიდენ-ობამას გამარჯვება ჩვენს ქვეყანას გაანადგურებს“, – განცხადება დონალდ ტრამპმა ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში, მიტინგზე გააკეთა, რომლითაც  პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია განაახლა. დონალდ ტრამპის ვრცელი გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ ოპონენტის, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკას დაეთმო. ტრამპის თქმით, ბაიდენი ყოველთვის ისტორიის არასწორ მხარესაა. ამასთან პრეზიდენტი მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „რადიკალმა მემარცხენეებმა დააზიანეს ქალაქები და პოლიციის ოფიცრები.  ყალბი მედია კი ამბობდა, რომ ეს მშვენიერი აქციები იყო“. მიმართვისას მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა უძლიერესი იქნება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან