ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებენ უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები.
ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი, კარლ ჰარცელს შეხვდნენ. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ელჩს ინფორმაცია პოლიტიკურ და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდეს. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას 2024 წლის ბოლომდე და ასევე უკვე უვადოდ დანიშნულო მოსამართლეების გამოწვევას ითხოვენ. საკითხზე მათ უკვე მოამზადეს კანონპროექტი. ეკა ბესელიას თქმით, მისი ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაში ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციები სრულად არის გათვალისწინებული.
შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.